მეორე დღეს გავიხსენეთ პირველ დღეს შესწავლილი მასალა, წარმოვადგინეთ პროექტის იდეები, რომელიც ჩამოვაყალიბეთ სახელმძღვანელოში მოცემული ხუთი კითხვის მიხედვით, ვიმსჯელეთ პროექტის იდეების შესახებ და მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისა და ჯგუფის წევრებისაგან. გავიხსენეთ აგრეთვე ელექტრონული ღრუბლები, შევქმენით პროექტის პორტფოლიო და ავტვირთეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
გავეცანით პუბლიკაციებს, ვისაუბრეთ პუბლიკაციების დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე. ვნახეთ სტატიის შექმნის ჩეკლისტი, ამასთანავე ვიხილეთ ნიმუშიც და მივიღეთ საშინაო დავალება - შევქმნათ ბუკლეტი პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებაზე.
დღევანდელ მუშაობის პროცესში განსაკუთრებით მომეწონა ღრუბლებში ინფორმაციის შენახვა და ხელმისაწვდომობა ნებისმიერ სიტუაციაში. ასევე პროექტზე მუშაობის პრინციპი და მიდგომა.
ვფიქრობ, დღეს მიღებული ცოდნა დამეხმარება საშინაო დავალების შესრულებასა და საერთოდ სასწავლო მუშაობის პროცესშიც.
Sunday, June 25, 2017
Saturday, June 24, 2017
პირველი დღე
პირველი დღე დავიწყეთ ერთმანეთის გაცნობით, მოვაგვარეთ საორგანიზაციო საკითხები. გავეცანით ელექტრონულ სახელმძღვანელოს და ვისწავლეთ სახელმძღვანელოში ნავიგაცია, ვნახეთ სასწავლო გეგმის შაბლონი. დავათვალიერეთ მზა პროექტები, გავეცანით პროექტის შინაარსსა და მიზნებს და ვიმსჯელეთ პროექტის შესახებ. ვნახეთ ტრენერის პროექტი (ქართულენოვანი). ასევე ვნახეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დოკუმენტი. ვისწავლეთ და შევქმენით ბლოგი.
კმაყოფილი ვარ ტრენინგის პირველი დღის მუშაობით. განსაკუთრებით მომეწონა ტრენერის პროფესიონალიზმი და მიდგომა საქმისა და ტრენინგის მონაწილეებისადმი,
რაც ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია.
Subscribe to:
Posts (Atom)
მეცხრე დღე
9 დღიანმა ინტელის კურსმა ძალიან ბევრი სიახლე შემძინა . ამ ტრენინგის მთელი მსვლელობა იწყებოდა სიაახლეების გაცნობით და შესწავლით. გავეცანი ...
-
პირველი დღე დავიწყეთ ერთმანეთის გაცნობით, მოვაგვარეთ საორგანიზაციო საკითხები. გავეცანით ელექტრონულ სახელმძღვანელოს და ვისწავლეთ...
-
მეორე დღეს გავიხსენეთ პირველ დღეს შესწავლილი მასალა, წარმოვადგინეთ პროექტის იდეები, რომელიც ჩამოვაყალიბეთ სახელმძღვანელოში მოცემულ...
-
დღევანდელი დღე დაიწყო სამუშაო დღის მიზნების გაცნობით. აგრეთვე გავეცანით სტანდარტებსა და ინდიკატორებს. საიტიდან ncp.ge-ზე მოვიძე...