Tuesday, July 18, 2017

მეცხრე დღე

9 დღიანმა ინტელის კურსმა  ძალიან ბევრი სიახლე  შემძინა . ამ  ტრენინგის მთელი მსვლელობა იწყებოდა სიაახლეების გაცნობით და შესწავლით. გავეცანი ინტელის ელექტრონულ სახელმძღვანელოს, ვნახეთ სასწავლო გეგმის შაბლონი, რომელიც ძალიან დაგვეხმარა გეგმის წერაში. დავათვალიერეთ მზა გეგმები და  გავეცანით მზა პროექტებს.
ვნახეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დოკუმენტი. ვისწავლეთ და შევქმენით ბლოგი.
მოვახდინეთ პროექტის იდეის გენერირება, გავეცანით სტატიის შექმნის ჩეკლისტს.   შევქმენით ბუკლეტი პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებაზე. შევქმენით პროექტის დამხმარე პუბლიკაცია ელექტრონულ ფორმატში.  ვისაუბრეთ სტანდარტებისა და ინდიკატორების მნიშვნელობაზე. გავაკეთეთ საკუთარი პროექტის გეგმა.  ბლოგზე ვისწავლეთ ფონის შეცვლა და ბმულის დამატება. 
 ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენერის ხათუნა ციხელაშვილის სწავლების მეთოდითა და დამოკიდებულებით საქმისა და  ჩვენს მიმართ, რომელიც ტრენინგის  ყოველ დღეს  საინტერესოს, შინაარსიანსა და მნიშვნელოვანს ხდიდა თითოეული ჩვენთაგანისათვის.
ტრენინგზე შესწავლილი მასალა აუცილებლად  დამეხმარება და გამომადგება ჩემს პედაგოგიურ მუშაობასა და წინსვლაში. 

მეშვიდე დღე

დღევანდელი დღეს  გავწერეთ პროექტის აქტივობები, რომელიც მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო პირადად ჩემთვის. გავაკეთეთ პროექტის გეგმა. გეგმისდამთავრების შემდეგ მოვისმინეთ უკუკავშირი.  ტრენერის მითითებებს გავითვალისწინებ ჩემ შემდგომ მუშაობაში აქტიურად. შესწავლილ მასალას კი გამოვიყენებ პედაგოგიურ საქმიანობაში.

მერვე დღე

დღესაც საინტერესოდ წარიმართა მუშაობა. შევავსეთ პროექტის გეგმის შაბლონი, ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე და გავწერეთ შესაბამისი აქტივობები. რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და გამოსაყენებელია ჩვენს საქმიანობაში.

Sunday, July 2, 2017

მეოთხე დღე

         დღევანდელი დღე დაიწყო სამუშაო   დღის მიზნების გაცნობით. აგრეთვე გავეცანით  სტანდარტებსა  და ინდიკატორებს. საიტიდან ncp.ge-ზე მოვიძეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი კრიტერიუმები და  ინდიკატორები.შემდეგ  ინდიკატორებიდან
გამომდინარე დავწერეთ სასწავლო მიზნები, ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე, მოვიფიქრეთ ჩვენი პროქტისათვის ზოგადი,  თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ჩავწერეთ გეგმაში და მოვახდინეთ ფაილის გაზიარება შემდგომი კომენტარისათვის.
 დღევანდელი დღე საკმაოდ შინაარსიანად და საინტერესოდ წარიმართა.

Saturday, July 1, 2017

მესამე დღე

                 მესამე დღის ტრენინგი დავიწყეთ მეორე დღის ტრენინგის  მასალის  გახსენებით. წარმოვადგინეთ და განვიხილეთ საშინაო დავალებად მოცემული ბუკლეტები.   გავეცანით  მოცემული დღის სამუშაო განრიგს. შევქმენით პროექტის დამხმარე პუბლიკაცია ელექტრონულ ფორმატში.  ვისაუბრეთ სტანდარტებისა და ინდიკატორების მნიშვნელობაზე, ასევე მიზნებზე მოდული 2.  აქტივობა 1.
          საშინაო დავალებად მივიღეთ შევარჩიოთ  ჩვენი პროექტის თემატიკიდან გამომდინარე სტანდარტები და ინდიკატორები.
          დღევანდელ დღეს განსაკუთრებით მომეწონა პუბლიკაციისშექმნა და  ატვირთვა ელექტრონულ ფორმატში, რომელსაც შესაბამისად გამოვიყენებ შემდგომ მუშაობაში.

მეცხრე დღე

9 დღიანმა ინტელის კურსმა  ძალიან ბევრი სიახლე  შემძინა . ამ  ტრენინგის მთელი მსვლელობა იწყებოდა სიაახლეების გაცნობით და შესწავლით. გავეცანი ...